ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
Georgian (Georgia)Russian Russian)English (United Kingdom)
  • 1
  • 2
  • 3

ვალუტის კურსი

1USD2.6678 GEL
1EUR3.0138 GEL
100RUB3.9885 GEL
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები

მოგვძებნეთ Facebook-ზე

ეკონომია

არჩევანის გაკეთებისას, მეტალის არმატურასა და მინაპლასტიკურ არმატურას შორის, ხშირად არასწორად ანგარიშობენ დანაზოგის ოდენობას. მეტწილად შემოიფარგლებიან ხოლმე მხოლოდ გრძივი მეტრის ფასის შედარებით. ასეთი გაანგარიშება რა თქმა უნდა არასწორია. ტრანსპორტირება? დატვირთვა/გადმოტვირთვა? და ა.შ.?

 

რეალური ეკონომია კი ბევრად მეტია ვიდრე მხოლოდ გრძივი მეტრის ფასებს შორის სხვაობა.

მოდით დაახლოებით ვეცადოთ დავითვალოთ თქვენი დანაზოგი, იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მინაპლასტიკურ არმატურას ჩვეულებრივი მეტალის ანალოგის ნაცვლად.
მაგალითისთვის დავუშვათ რომ გვინდა დავასხათ ფილა 100კვ/მ. სიმარტივისთვის დავუშვათ რომ ზომები გვაქვს 10მ სიგრძე და 10მ სიგანე.
დავუშვათ რომ მეტალით არმირებისთვის უნდა გამოგვეყენებინა:
მეტალის არმატურა Ф12, რომელიც უნდა მოიქსოვოს 200მმ დანაყოფებით (შაგით) ორივე მიმართულებით და როგორც ზედა ასევე ქვედა შრეში.
200მმ დანაყოფით ქსოვის შემთხვევაში 1კვ/მ ფართობზე იხარჯება 10 გრძივი მეტრი არმატურა. გამოდის რომ დაგვჭირდება 1000 გრძივი მეტრი ერთ შრეში, ორივე შრეში შესაბამისად დაგვჭირდება 2000 გრძივი მეტრი არმატურა.

მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში დაგვჭირდება:
მინაპლასტიკური არმატურა Ф10, რომელიც ანალოგიურად 200მმ დანაყოფებით (შაგით) მოიქსოვება ორივე მიმართულებით და როგორც ზედა ასევე ქვედა ზონაში. ანალოგიური ქსოვის შემთხვევაში რა თქმა უნდა დაგვჭირდება იგი გრძივი მეტრების რაოდენობის მინაპლასტიკური არმატურა, ე.ი. 2000მ

(შეგახსენებთ რომ კომპოზიტური არმატურა გაჭიმვაზე დაახლოებით 2,5-3 ჯერ უფრო მტკიცეა ვიდრე მეტალის ანალოგი. ამის გათვალისწინებით, იგივე სიმტკიცის მისაღებად, მეტალის ანალოგის მაგივრათ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შედარებით მცირე დიამეტრის მინაპლასტიკური არმატურა.)

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ორივე არმატურის შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება 2000 გრძივი მეტრი არმატურა.

ახლა კი დავიწყოთ ეკონომიის დათვლა მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში.

ეკონომია არმატურის ფასის შედეგად

მინაპლასტიკური არმატურა Ф10-ის გრძივი მეტრის ფასია 1,00 ლარი. შესაბამისად 2000მერტის იქნება 1,00x2000= 2000 ლარი

მეტალის არმატურის Ф12-ის გრძივი მეტრის ფასია დაახლოებით 1.30 ლარი. შესაბამისად 2000მერტის იქნება 1.3x2000=2600 ლარი

მივიღეთ რომ მხოლოდ ერთეული გრძივი მეტრის ფასის განსხვავების გამო დავზოგავთ 2600-2000=600 ლარს.

(ფასები რეალურია. ტექსტის ატვირთვის დღისთვის (01,04,2014) ერთი გრძივი მეტრი Ф12 მეტალის არმატურის ფასი იყო 1.3 ლარი. Ф10 მინაპლასტიკური არმატურის ფასი იყო 1,00 ლარი)

ეკონომია დატირთვა/გადმოტვირთვაზე

ერთი მეტრი Ф12 მეტალის არმატურა იწონის 0,89კგ. შესაბამისად 2000*0,89=1780კგ. საკმაოდ რთული წარმოსადგენია თუ ვინმე შესძლებს თვითონ დატვირთოს მანქანა ამ რაოდენობის არმატურით, ანუ ჩნდება საჭიროება ტექნიკის ან მუშახელის გამოყენების რათა შეძენილი არმატურა დატვირთოთ და შემდეგ დანიშნულების ადგილზე გადმოტვირთოთ, რაც რაღა თქმა უნდა ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მინაპლასტიკური (კომპოზიტური) არმატურა Ф10 ერთი მეტრი იწონის 0,12კგ, შესაბამისად 2000*0,12=240კგ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ კომპოზიტური არმატურა შესაძლებელია შევიძინოთ "ბუხტებით" (იხილე ფოტო), და თან ამ დიამეტრის ერთი ბუხტის-შეკვრის (100მ) წონა არის 12 კგ, ეს იმას ნიშნავს რომ დამატებითი დანახარჯების გარეშეც შესაძლებელი იქნება მისი დატვირთვაც და გადმოტვირთვაც ავტოტრანსპორტიდან.
შედეგად მივიღეთ რომ, დავზოგავთ დატვირთვის და გადმოტვირთვის ხარჯებს და დროს.

ეკონომია ტრანსპორტირებაზე

ერთი მეტრი Ф12 მეტალის არმატურა იწონის 0,89კგ. შესაბამისად 2000*0,89=1780კგ. თუ გავითვალისწინებთ რომ არმატურის ღეროს სიგრძე 11,7 მეტრია, შესაბამისად, გამოდის რომ მის გადასატანად დაგვჭირდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, "შალანდა" ან ტრაილერი, ანუ დიდგაბარიტიანი ტრანსპორტი, რაც ისევ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მინაპლასტიკური არმატურა კი Ф10 ერთი მეტრი იწონის 0,12კგ, შესაბამისად 2000*0,75=240კგ. ჩვენ კი უკვე ვიცით რომ მინაპლასტიკური არმატურა შესაძლებელია შევიძინოთ "ბუხტებით". ეს კი იმას ნიშნავს რომ მისი ტრანსპორტირების ხარჯები საერთოდ ნულის ტოლია, რადგან მისი გადატანა საკუთარი მანქანითაც შესაძლებელია. (იხილე ფოტო)
ეს კი იმას ნიშნავს რომ დავზოგავთ ტრანსპორტირების ხარჯებსაც.

 

ეკონომია გადანაჭრებზე

როგორც უკვე ვიცით, მინაპლასტიკური არმატურა შეგიძლიათ შეიძინოთ დახვეული (ბუხტებში) 100მ სიგრძის, რაც ჩვენ შემთხვევაში იდეალური ვარიანტი იქნება. გაიხსნება და დაიჭრება 10 ცალი 10მ სიგრძის. ანუ აბსოლუტურად გადანაჭრების და ნარჩენების გარეშე.

მეტალის არმატურის ღეროს სიგრძე კი სტანდარტულად შეადგენს 11,7 მეტრს. რაც იმას ნიშნავს რომ, ჩვენს შემთხვევაში დაგვჭირდება მათი დამოკლება, ანუ თვითოეულ მათთაგანზე გადასაჭრელი გვექნება 1,7 მეტრი. და თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენ 200 ცალი 10მეტრიანი (2000მ) ღერი არმატურა გვჭირდება, მივიღებთ რომ, 200ც*1,7მ=340მეტრი არმატურა იქნება დანაკარგში და შესაბამისად 340მ არმატურით მეტის ყიდვა მოგვიწევს.
შედეგად ვიღებთ დანაზოგს გადანარჩენებზე (ატხოდებზე)

 

ეკონომია მუშაობის პროცესში

თუ გავითვალისწინებთ რომ: მინაპლასტიკური არმატურა არის "ბუხტებში", არის მსუბუქი, რაც სამშენებლო მოედანზე მის გადაადგილებას მნიშვნელოვნად ამარტივებს, ადვილად იჭრება ეგრეთ წოდებული ბალგარკით, და ა.შ.

ეს ყოველივე დაგვიზოგავს დროს და დანახარჯებს.

 

(შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით)

 
© Copyright www.armatura.ge