ეკონომია

  /  ეკონომია

არჩევანის გაკეთებისას, მეტალის არმატურასა და მინაპლასტიკურ არმატურას შორის, ხშირად არასწორად ანგარიშობენ დანაზოგის ოდენობას. მეტწილად შემოიფარგლებიან ხოლმე მხოლოდ გრძივი მეტრის ფასის შედარებით. მხოლოდ ფასით შედარება, რა თქმა უნდა არ ვგიჩვენებს სრულად დანაზოგის მოცულობას. მინაპლასტიკური არმატურა ბაზისის შეძენისას ზოგავთ როგორც ფასში, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებში, არმატურის დატვირთვა/გადმოტვირტვისას და ასე შემდეგ.

რეალური ეკონომია კი ბევრად მეტია ვიდრე მხოლოდ გრძივი მეტრის ფასებს შორის სხვაობა.

მოდით დაახლოებით ვეცადოთ დავითვალოთ თქვენი დანაზოგი, იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მინაპლასტიკურ არმატურას ჩვეულებრივი მეტალის ანალოგის ნაცვლად.
მაგალითისთვის დავუშვათ რომ გვინდა დავასხათ ფილა 100კვ/მ. სიმარტივისთვის დავუშვათ რომ ზომები გვაქვს 10მ სიგრძე და 10მ სიგანე.
დავუშვათ რომ მეტალით არმირებისთვის უნდა გამოგვეყენებინა:
მეტალის არმატურა Ф12, რომელიც უნდა მოიქსოვოს 20 სმ დანაყოფებით (შაგით) ორივე მიმართულებით და როგორც ზედა ასევე ქვედა შრეში.
20 სმ დანაყოფით ქსოვის შემთხვევაში 1კვ/მ ფართობზე იხარჯება 10 გრძივი მეტრი არმატურა. გამოდის რომ დაგვჭირდება 1000 გრძივი მეტრი ერთ შრეში, ორივე შრეში შესაბამისად დაგვჭირდება 2000 გრძივი მეტრი არმატურა.

მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში დაგვჭირდება:

მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი Ф10, რომელიც ანალოგიურად 20 სმ დანაყოფებით (შაგით) მოიქსოვება ორივე მიმართულებით და როგორც ზედა ასევე ქვედა ზონაში. ანალოგიური ქსოვის შემთხვევაში რა თქმა უნდა დაგვჭირდება იგივე გრძივი მეტრების რაოდენობის მინაპლასტიკური არმატურა, ე.ი. 2000მ

(შეგახსენებთ რომ კომპოზიტური არმატურა გაჭიმვაზე დაახლოებით 2,5-3 ჯერ უფრო მტკიცეა ვიდრე მეტალის ანალოგი. ამის გათვალისწინებით, იგივე სიმტკიცის მისაღებად, მეტალის ანალოგის მაგივრათ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შედარებით მცირე დიამეტრის მინაპლასტიკური არმატურა. სწორედ ამის გათვალისწინებით მოხდა მეტალის 12მმ არმატურის ჩანაცვლება 10მმ კვეთის მპა ბაზისით)

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ორივე არმატურის შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება 2000 გრძივი მეტრი არმატურა.

ახლა კი დავიწყოთ ეკონომიის დათვლა მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში.

ეკონომია არმატურის ფასის შედეგად

მინაპლასტიკური არმატურა Ф10-ის გრძივი მეტრის ფასია 1,57 ლარი. შესაბამისად 2000მერტის იქნება 1,57×2000= 3140 ლარი

ახლა დავითვალოთ მეტალის არმატურის Ф12-ის ფასი. დღევალდელი დღისთვის მეტალის არმატურის ერთი ტონის ფასია დაახლოებით 800$. იმის გათვალისწინებით რომ 1 ტონში არის 1126 მეტრი მეტალის არმატურა, ერთი გრძივი მეტრის ფასი გამოდის 800/1126=0,71$. რაც დაახლოებით 2,34 ლარია. შესაბამისად 2000 მერტის ღირებულება იქნება 2,34×2000=4680 ლარი

მივიღეთ რომ, 100 კვადრატული მეტრი ფილის დასხმის შემთხვევაში, მხოლოდ ერთეული გრძივი მეტრის ფასის განსხვავების გამო, მპა ბაზისის გამოყენებისას დავზოგავთ 46803140=1540 ლარს.

(ფასები რეალურია. ტექსტის ატვირთვის დღისთვის (01.03.2021) ერთი გრძივი მეტრი Ф12 მეტალის არმატურის ფასი იყო 2,34 ლარი. Ф10 მინაპლასტიკური არმატურის ფასი იყო 1,57ლარი)

ეკონომია დატირთვა/გადმოტვირთვაზე

ერთი მეტრი Ф12 მეტალის არმატურა იწონის 0,89კგ. შესაბამისად 2000*0,89=1780კგ. საკმაოდ რთული წარმოსადგენია თუ ვინმე შესძლებს თვითონ დატვირთოს მანქანა ამ რაოდენობის არმატურით, ანუ ჩნდება საჭიროება სპეციალური სატრანსპორტო საშუალების, და ტექნიკის ან დამატებითი მუშახელის გამოყენების, რათა შეძენილი არმატურა დატვირთოთ და შემდეგ დანიშნულების ადგილზე მივიტანოთ და გადმოტვირთოთ, რაც რაღა თქმა უნდა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მინაპლასტიკური (კომპოზიტური) არმატურა ბაზისი Ф10 ერთი მეტრი იწონის 0,12კგ, შესაბამისად 2000*0,12=240კგ. თუ გავითვალისწინებთ რომ კომპოზიტური არმატურა შესაძლებელია შევიძინოთ ხვიებით (იხილეთ ფოტო) და ამ ერთი შეკვრის (100მ) წონა არის 12 კგ, ეს იმას ნიშნავს რომ არსებული 2000მ არმატურა შეგვიძლია გადავიტანოთ სპეციალური ძვირადღირებული ტრანსპორტის გარეშე და მის დატვირთვა გადმოტვირთვა არ მოითხოვს სპეცტექნიკას ან დამატებით მუშახელს.
შედეგად მივიღეთ ფინანსური ეკონომია ტრანსპორტირებაზე, დავზოგეთ დატვირთვის და გადმოტვირთვის ხარჯები, და შესაბამისად დრო.

ეკონომია ტრანსპორტირებაზე

ერთი მეტრი Ф12 მეტალის არმატურა იწონის 0,89კგ. შესაბამისად 2000*0,89=1780კგ. თუ გავითვალისწინებთ რომ არმატურის თვითოეული ღეროს სიგრძე 11,7 მეტრია, შესაბამისად, გამოდის რომ მის გადასატანად დაგვჭირდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, “შალანდა” ან ტრაილერი, ანუ დიდგაბარიტიანი ტრანსპორტი, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი Ф10 ერთი მეტრი იწონის 0,12კგ, შესაბამისად 2000*0,75=240კგ. როგორც ვიცით, მინაპლასტიკური არმატურა შესაძლებელია შევიძინოთ “ბუხტებით”. ეს კი იმას ნიშნავს რომ მისი გადატანა საკუთარი მანქანითაც შესაძლებელია. ე.ი. ტრანსპორტირების ხარჯები საერთოდ ნულის ტოლია.

ეკონომია გადანაჭრებზე

როგორც უკვე ვიცით, მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი შეგვიძლიათ შევიძინოთ 100მ სიგრძის ხვიებში (ბუხტებში), რაც ჩვენ შემთხვევაში იდეალური ვარიანტი იქნება. გაიხსნება და დაიჭრება 10 ცალი 10მ სიგრძის. ანუ აბსოლუტურად გადანაჭრების და ნარჩენების გარეშე.

მეტალის არმატურის ღეროს სიგრძე კი სტანდარტულად შეადგენს 11,7 მეტრს. რაც იმას ნიშნავს რომ, ჩვენს შემთხვევაში დაგვჭირდება მათი დამოკლება, ანუ თვითოეულ მათთაგანზე გადასაჭრელი გვექნება 1,7 მეტრი. და თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენ 200 ცალი 10მეტრიანი (2000მ) ღერი არმატურა გვჭირდება, მივიღებთ რომ, 200ც*1,7მ=340მეტრი არმატურა იქნება დანაკარგში და შესაბამისად 340მ არმატურით მეტის ყიდვა მოგვიწევს.
შედეგად ვიღებთ დანაზოგს გადანარჩენების (ატხოდების) არ ქონის ხარჯზე.

ეკონომია მუშაობის პროცესში

იმის გათვალისწინებით რომ, მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი არის “ხვიებში”, არის მსუბუქი, რაც სამშენებლო მოედანზე მის გადაადგილებას მნიშვნელოვნად ამარტივებს, ადვილად იჭრება ეგრეთ წოდებული ბალგარკით სასურველ ზომებზე, და ა.შ. ეს ყოველივე დაგვიზოგავს დროს და ფინანსებს არმირებასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო საფეხურზე.