ძირითადი უპირატესობები

  /  ძირითადი უპირატესობები

მიუხედავათ წინააღმდეგობებისა, კომპანია ინტრეკ ჯორჯია განაგრძობს ზრდას და განვითარებას. ჩვენს მიერ წარმოებული მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი, დღითიდღე სულ უფრო იხვეჭს პოპულარობას და აქტიურად გამოიყენება თანამედროვე კერძო თუ კომერციულ სამშენებლო ბაზარზე.

ამ ყოველივეს საფუძვლად უდევს მინაპლასტიკური არმატურის ძირითადი უპირატესობები:

  • მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი არ განიცდის კოროზიას, არ იჟანგება, და არ იცვლის მახასიათებლებს აგრესიულ გარემოშიც კი (მათ შორის ბეტონის ტუტოვან გარემოშიც). მინაპლასტიკურ არმატურას, მდგრადობის მიხედვით, მიაკუთვნებენ ქიმიურად მდგრადი მასალების პირველ ჯგუფს.
  • თანაბარი დიამეტრის შემთხვევაში, მინაპლასტიკური არმატურა ბაზისის მაქსიმალური სიმტკიცის ზღვარი2,5-3-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე მეტალის არმატურის. ამის გამო მიღებული იქნა ტერმინი „თანაბარსიმტკიცით ჩანაცვლება” (равнопрочная замена). ანუ მეტალის ჩანაცვლება შესაძლებელია უფრო მცირე კვეთის თანაბარი სიმტკიცის მინაპლასტიკური არმატურით.
  • მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი ბევრად მსუბუქია. მისი წონა 5-ჯერ ნაკლებია თანაბარი დიამეტრის მეტალის არმატურასთან შედარებით, და 9-ჯერ მსუბუქია თანაბარი სიმტკიცის დიამეტრის მეტალის არმატურასთან შედარებით. ეს ყოველივე არა მხოლოდ ამსუბუქებს ბეტონის კონსტრუქციას, არამედ შესაძლებლობას გაძლევთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ მისი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების დრო და ფინანსური დანახარჯები.
  • მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი, თანაბარი სიმტკიცის მეტალის ანალოგთან შედარებითდაახლოებით 30% ით იაფია
  • მინაპლასტიკური არმატურის სითბური გაფართოების კოეფიციენტი, თითქმის ტოლია ბეტონის გაფართოების კოეფიციენტის;
  • მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი, უკიდურესად დაბალი სითბოგამტარია, რაც მისი გამოყენების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხავს ეგრეთწოდებული „სიცივის ხიდების” არსებობას.
  • მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი მაგნიტურად ინერტულია. გარდა ამისა კვლევები ადასტურებენ მის გამჭვირვალობას რადიოტალღების მიმართ. სწორად ამის გამო, მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში არ შეიქმნება „ყრუ ადგილები” სადაც ცუდათ მუშაობს მობილური კავშირი.