ჩვენს შესახებ

  /  ჩვენს შესახებ

მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი– უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა. მის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები.იგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: შიდა ნაწილი წარმოადგენს ბოჭკოთა ერთობლიობას რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია პოლიმერული დღვილის მეშვეობით, და გარე ნაწილი, ეს არის ბოჭკოს მასივი რომელიც სპირალურად დახვეულია შიდა ნაწილზე.

როგორც წესი მინაპლასტიკური (კომპოზიტური) არმატურის დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი კომპონენტები: მინის ბოჭკო, ბაზალტის ბოჭკო, ნახშირის ბოჭკო. თვითოეული მათთაგანი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმატებით შესაძლებელია მათი კომბინირება გარკვეული პროპორციებით. დღევანდელი დღისთვის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მინის ბოჭკოს საფუძველზე დამზადებული კონსტრუქციები. ნახშირის და ბაზალტოპლასტიკური არმატურა უმნიშვნელო უპირატესობასაც ფლობს, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვნად ძვირია მინაპლასტიკურ არმატურასთან შედარებით. სწორად ეს ეკონომიური ფაქტორი და არაერთი უპირატესობა მეტალის ანალოგთან შედარებით, არის მიზეზი მინაპლასტიკური არმატურის პოპულარობის როგორც ევროპაში, ასევე ამერიკასა და კანადაში და ასევე რუსეთშიც.

მინაპლასტიკური არმატურის კვეთი შესაძლოა იყოს 2 მილიმეტრიდან 32 მილიმეტრამდე. მინაპლასტიკური არმატურის უპირატესობებიდან მნიშვნელოვანია გამოვყოთ შემდეგი თვისებები: ბევრად მაღალი სიმტკიცე ჭიმვაზე, კოროზიის მიმართ მედეგობა, მაღალი მედეგობა ტუტეებისა და მარილების მიმართ. მინაპლასტიკური არმატურის გამოყენება შესაძლებელია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში (-70 დან +100 გრადუსამდე). იგი ინარჩუნებს თვისებებს და მისი ექსპლუატაციის ვადა სავარაუდოთ  100 წელიწადზე მეტია.

მავთულბადე ბაზისი ისევე როგორც კომპოზიტური არმატურა მზადდება მინის ბოჭკოსგან და სხვადასხვა სახის პოლიმერებისგან. მავთულბადე ბაზისი საუკეთესო საშუალებაა იატაკებისთვის, მოსაჭიმად, ეზოებისთვის, ბილიკებისთვის.

მავთულბადე ბაზისი ჯეროვნად ამარტივებს არმირების პროცესს. მავთულბადე დახვეულია ხვიებში, რაც ამცირებს მის მოცულობას, და თუ დავუმატებს იმასაც რომ მეტალის ანალოგთან შედარებით მავთულბადე ბაზისი მსუბუქია, მისი ტრანსპორტირებაც ბევრად მარტივია.
ადვილი ტრანსპორტირების გარდა, მავთულბადე ბაზისი გამოყენებისას ხალიჩასავით იშლება და ეფინება საარმირებო ზედაპირს , რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არმირებისთვის დახარჯულ დროს.
მავთულბადე ბაზისი იწარმოება 2მმ; 3მმ; 4მმ კვეთის ღერებისგან. აგრეთვე განსხვავებული ქსოვის ბიჯიც: 5*5; 10*10; 15*15. ქსოვის ბიჯის და ღერის დიამეტრის მიხედვით მავთულბადე ბაზისს მრავალსახეობა შესაძლებლობას იძლება გამოვიყენოთ მრავალი დანიშნულებით. გარდა იატაკებისა მავთულბადე ბაზისი შეუცვლელია სალესად. აქ მნიშვნელოვანია მისი უჟანგავობა და დრეკადობა.
მავთულბადე ბაზისი ასევე საუკეთესოა აგურის და ბლოკის წყობის არმირებისთის. დღევანდილი დღისთვის, კომპოზიტური არმატურა და მავთულბადე აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში როგორც გამამაგრებელი კომპონენტი როგორც მძიმე ასევე მსუბუქი ბეტონების შემთხვევაში.