მიუხედავათ წინააღმდეგობებისა, კომპანია ინტრეკ ჯორჯია განაგრძობს ზრდას და განვითარებას. ჩვენს მიერ წარმოებული კომპოზიტური არმატურა ბაზისი, დღითიდღე სულ უფრო იხვეჭს პოპულარობას და აქტიურად გამოიყენება თანამედროვე კერძო თუ კომერციულ სამშენებლო ბაზარზე.
ამ ყოველივეს საფუძვლად უდევს მინაპლასტიკური არმატურის ძირითადი უპირატესობები:
- მინაპლასტიკურიარმატურა ბაზისი არ განიცდის კოროზიას, არ იჟანგება, და არ იცვლის მახასიათებლებს აგრესიულ გარემოშიც კი. მინაპლასტიკურ არმატურას, მდგრადობის მიხედვით, მიაკუთვნებენ ქიმიურად მდგრადი მასალების პირველ ჯგუფს.
- თანაბარი დიამეტრის შემთხვევაში, მინაპლასტიკური არმატურა, გაჭიმვაში 2-2,5-ჯერ უფრო მტკიცეა ვიდრე ფოლადის არმატურა. ამის გამო მიღებული იქნა ტერმინი „თანაბარსიმტკიცით შესაბამისი” . ანუ მეტალის ჩანაცვლება შესაძლებელია უფრო მცირე თანაბარი სიმტკიცის მინაპლასტიკური არმატურით.
- მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი ბევრად მსუბუქია. მისი წონა დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებია თანაბარი დიამეტრის მეტალის არმატურასთან შედარებით, და 9-ჯერ მსუბუქია თანაბარი სიმტკიცის დიამეტრის მეტალის არმატურასთან შედარებით. ეს ყოველივე არა მხოლოდ ამსუბუქებს ბეტონის კონსტრუქციას, არამედ შესაძლებლობას გაძლევთ მნიშვნელოვნა დაზოგოთ მისი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარჯები.
- თანაბარი სიმტკიცის მეტალის ანალოგთან შედარებით იაფია
- უკიდურესად დაბალი სითბოგამტარია, რაც მისი გამოყენების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხავს ეგრეთწოდებული „სიცივის ხიდების” არსებობას.
- მინაპლასტიკური არმატურა მაგნიტურად ინერტულია. გარდა ამისა კვლევები ადასტურებენ მის გამჭვირვალობას რადიოტალღების მიმართ. სწორად ამის გამო, მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში არ შეიქმნება „ყრუ ადგილები” სადაც ცუდათ მუშაობს მობილური კავშირი და არ ხდება რადიოტალღების მიღება.
- მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი მაგნიტურად ინერტულია. გარდა ამისა კვლევები ადასტურებენ მის გამჭვირვალობას რადიოტალღების მიმართ. სწორად ამის გამო, მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში არ შეიქმნება „ყრუ ადგილები” სადაც ცუდათ მუშაობს მობილური კავშირი.