კომპოზიტური ბადე ბაზისი
კომპოზიტური არმირების ბადე რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნით ბაზისი (BAZISI GRID), არის ფოლადის მავთულბადის თანამედროვე ვერსია გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრებით. კომპოზიტური ბადე ბაზისი იწარმოება სპეციალიზებულ საწარმოო ხაზებზე ორმაგი დამაგრებით და ჩაქსოვის მეთოდით. კომპოზიტური ბადე ბაზისი (Bazisi Grid) არის შავი ლითონის, გალვანური და უჟანგავი შენადნობებისგან დამზადებული მსგავსი სტრუქტურების ალტერნატივა.
კომპოზიტური მავთულბადე ბაზისი (BAZISI GRID) საუკეთესო გადაწყვეტაა სტიაშკისთვის, იატაკებისთვის, სალესად, ბლოკის კლადკისთვის და ა.შ. უჟანგავი, მსუბუქი, უდანაკარგო, დახვეულია რულონებში, გაშლისას (ხალიჩასავით) სწორდება დამატებითი ძალისხმევის გარეშე, იოლი მოსახმარი, და რაც მთავარია დაგიზოგავთ დროს და ფინანსებს.
კომპოზიტური მავთულბადე ბაზისი შედგება მრგვალი კვეთის მინაბოჭკოვანი ღეროებისგან, რომლებიც განლაგებულია ერთმანეთის პერპენდიკულურად და ერთმანეთთან მყარად ფიქსირდება შეერთების წერტილებზე. ბადის უჯრედები ყველაზე ხშირად კვადრატულია, მინიმალური ზომაა 50×50 მმ, მაგრამ ასევე იწარმოება პროდუქტები უფრო დიდი უჯრედებით. კომპოზიტური ბადე ბაზისი ჩვეულებრივ იწარმოება რულონების ან ფურცლების სახით. BAZISI GRID სიგანე შეიძლება იყოს 2 მ-მდე, ხოლო სიგრძე შეიძლება იყოს ნებისმიერი დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად.
კომპოზიტური ბადე ბაზისი წარმოედგენს ტრადიციული მავთულბადის ღირსეულ უჟანგავ ალტერნატივას, და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სამშენებლო კონსტრუქციების გასამაგრებლად, საწარმოო და საცხოვრებელი იატაკების, ასევე საგზაო და რკინიგზის ღობეების ასაშენებლად.
მინაბოჭკოვანი ბადის მთავარი ამოცანაა იატაკების, შენობის კედლების გამაგრება, სხვადასხვა სახის დაზიანებისადმი წინააღმდეგობის უზრუნველყოფა.
BAZISI GRID ფართო სპექტრი დააკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნ მომხმარებლებსაც კი.