სამჯერ მტკიცეა
ხუთჯერ მსუბუქი
30%-ით იაფია
ინტრეკ ჯორჯია
კომპანია ინტრეკ ჯორჯია, პირველი ქართული კომპანიაა და ამავე დროს ლიდერია კომპოზიტური არმატურის წარმოებაში. ინტრეკ ჯორჯიამ საქართველოში 2014 წელს დანერგა ახალი თანამედროვე ინოვაციური მინაპლასტიკური არმატურის წარმოება. ინტრეკ ჯორჯია დღითი დღე იზრდება და ვითარდება. დღემდე კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ საერთაშორისო გამოფენებში. კომპანია ინტრეკ ჯორჯიას წარმოებული მინაპლასტიკური არმატურა სავაჭრო ნიშნით ბაზისი, რეგისტრირებულია. მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი უკვე ათი წლის ისტორიას ითვლის და წარმატებით გამოიყენება როგორც კერძო მშენებელთა შორის, ასევე საწარმოო მშენებლობაში, მელიორაციულ პროექტებში, გზების მშენებლობაში და სხვა.
წელი ბაზარზე
9
ჩვენი გამოცდილება
2019 წლიდან კომპანია ინტრეკ ჯორჯიამ, მომხმარებელს შესთავაზა, ნებისმიერი ზომის და ფორმის სამშენებლო ცალუღები (ხამუთები) სავაჭრო ნიშნით ბაზისი.
2020 წლიდან, პირველად საქართველოში, კომპანია ინტრეკ ჯორჯიამ, დაიწყო არმირებისთვის აუცილებელი კიდევ ისეთი ინოვაციური პროდუქტის წარმოება როგორიც არის სპეციალური მარყუჟებიანი საქსოვი გამომწვარი მავთული სავაჭრო ნიშნით ბაზისი.
ძირითადი უპირატესობები
მიუხედავათ წინააღმდეგობებისა, კომპანია ინტრეკ ჯორჯია განაგრძობს ზრდას და განვითარებას. ასევე ჩვენს მიერ წარმოებული მინაპლასტიკური არმატურა, დღითიდღე სულ უფრო იხვეჭს პოპულარობას და აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ქართულ კაპიტალური მშენებლობის ბაზარზე.
ამ ყოველივეს საფუძვლად უდევს მინაპლასტიკური არმატურის ძირითადი უპირატესობები:
მინაპლასტიკური არმატურა არ განიცდის კოროზიას
- არ იჟანგება, და არ იცვლის მახასიათებლებს აგრესიულ გარემოშიც კი (მათ შორის ბეტონის ტუტოვან გარემოშიც). მინაპლასტიკურ არმატურას, მდგრადობის მიხედვით, მიაკუთვნებენ ქიმიურად მდგრადი მასალების პირველ ჯგუფს.
- თანაბარი დიამეტრის შემთხვევაში, მინაპლასტიკური არმატურა, გაჭიმვაში 2,5-3-ჯერ უფრო მტკიცეა ვიდრე ფოლადის არმატურა. ამის გამო მიღებული იქნა ტერმინი „თანაბარსიმტკიცით შესაბამისი” (равнопрочная замена). ანუ მეტალის ჩანაცვლება შესაძლებელია უფრო მცირე თანაბარი სიმტკიცის მინაპლასტიკური არმატურით.
მინაპლასტიკური არმატურა ბევრად მსუბუქია
- მისი წონა 5-ჯერ ნაკლებია თანაბარი დიამეტრის მეტალის არმატურასთან შედარებით, და 9-ჯერ მსუბუქია თანაბარი სიმტკიცის დიამეტრის მეტალის არმატურასთან შედარებით. ეს ყოველივე არა მხოლოდ ამსუბუქებს ბეტონის კონსტრუქციას, არამედ შესაძლებლობას გაძლევთ მნიშვნელოვნა დაზოგოთ მისი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარჯები.
- თანაბარი სიმტკიცის მეტალის ანალოგთან შედარებით 30-40% ით იაფია
- მინაპლასტიკური არმატურის სითბური გაფართოების კოეფიციენტი, ბეტონის გაფარტოების კოეფიციენტის ტოლფასია
- უკიდურესად დაბალი სითბოგამტარია, რაც მისი გამოყენების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხავს ეგრეთწოდებული „სიცივის ხიდების” არსებობას.
- მინაპლასტიკური არმატურა მაგნიტურად ინერტულია. გარდა ამისა კვლევები ადასტურებენ მის გამჭვირვალობას რადიოტალღების მიმართ. სწორად ამის გამო, მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში არ შეიქმნება „ყრუ ადგილები” სადაც ცუდათ მუშაობს მობილური კავშირი და არ ხდება რადიოტალღების მიღება.