გამოყენება

  /  გამოყენება

მინაპლასტიკური არმატურის გამოყენება

მინაპლასტიკური (კომპოზიტური) არმატურის აქტიური გამოყენება მშენებლობაში დაიწყო გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან.
აშშ-ს ბეტონის ინსტიტუტის მონაცემებით 1983 წელს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დამუშავებულ იქნა პირველი პროექტი „კომპოზიტური მასალების ტექნოლოგიების გამოყენება ხიდების მშენებლობაში” (Plecnik and Ahmad 1988)
90-იანი წლების იაპონიაში უკვე განხორციელდა 100-მდე კომერციული პროექტი მინაპლასტიკური არმატურის გამოყენებით. აზიაში კი ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი გახდა ჩინეთი. ასევე აქტიურად გამოიყენება კომპოზიტური არმატურა დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, კანადაში, აშშ-ში და ა.შ.
მინაპლასტიკური არმატურა გამოიყენება როგორც კერძო, სამოქალაქო, საწარმოო, ასევე სატრანსპორტო ნაგებობების ელემენტებში, ნაპირსამაგრ და საპორტო ნაგებობებში და ა.შ.

არმატურა

გამოკვლევებით დადგენილია მთელი რიგი ფაქტორები, რის გამოც გამართლებულია კომპოზიტური არმატურის გამოყენება. მინაპლასტიკური არმატურას ბევრი უპირატესობა გააჩნია მის მეტალის ანალოგთან შედარებით, კერძოდ, ტრადიციულ არმატურასთან შედარებით მაღალი სიმტკიცე, მცირე ხვედრითი წონა, მაღალი ქიმიური და ანტიკოროზიული მდგრადობა, დაბალი თბოგამტარობა, რადიო და მაგნიტური გამჭვირვალობა, ტრანსპორტირების სიმარტივე. ამ ყოველივეს ერთობლიობა რიგ შემთხვევებში გვაძლევს მნიშვნელოვან (30-40%) ეკონომიურ ეფექტს.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს რომ პერიოდული პროფილის მინაპლასტიკური არმატურის დრეკადობის მოდული ნაკლებია ტრადიციული მეტალის არმატურის დრეკადობის მოდულზე. შესაბამისად შეუძლებელია სამშენებლო მოედანზე მოღუნული (კუთხოვანი) ელემენტების (Г და П ფორმის) დამზადება.
მსოფლიო სამშენებლო ლიტერატურაში მოძიებული წყაროებში მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინებით კომპოზიტური (მინაპლასტიკური) არმატურა შეიძლება გამოყენებული იქნას:

– გადახურვის ფილებში;
– შენობათა ფუნდამენტებში;
– აგრესიულ გარემოში (საზღვაო სანაპირო და საპორტო ნაგებობები), ბეტონის კონსტრუქციების არმირებაში;
– თხელკედლიან არმირებულ კონსტრუქციებში;
– აგურის წყობის არმირებაში;
– ელექტრო გადამცემი ხაზების საყრდენ ბოძებში;
– სარწყავ არხებში;
– საავტომობილო გზების და ხიდების არმირებაში;
– მზიდ კონსტრუქციებში (არაუმეტეს სამი სართულის სიმაღლის შენობების);
– და ა.შ.

მინაპლასტიკური არმატურა