არჩევანის გაკეთებისას, მეტალის ანალოგსა და კომპოზიტურ არმატურას შორის, ხშირად არასწორად ანგარიშობენ დანაზოგის ოდენობას. მეტწილად შემოიფარგლებიან ხოლმე მხოლოდ გრძივი მეტრის ფასის შედარებით. მხოლოდ ფასით შედარება, რა თქმა უნდა არ ვგიჩვენებს სრულად დანაზოგის მოცულობას. მინაპლასტიკური არმატურა ბაზისის შეძენისას ზოგავთ როგორც ფასში, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებში, არმატურის დატვირთვა/გადმოტვირტვისას და ასე შემდეგ. იმის გათვალისწინებით რომ, მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი არის “ხვიებში”, არის მსუბუქი, რაც სამშენებლო მოედანზე მის გადაადგილებას მნიშვნელოვნად ამარტივებს, ადვილად იჭრება ეგრეთ წოდებული ბალგარკით სასურველ ზომებზე, თითქმის გამორიცხავს ნარჩენებს (ატხოდებს) და ა.შ. ეს ყოველივე დაგვიზოგავს დროს და ფინანსებს არმირებასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო საფეხურზე.