კომპოზიტური არმატურა ბაზისი

  /  კომპოზიტური არმატურა ბაზისი

არმატურა ბაზისის ფასები იხილეთ აქ

მინაპლასტიკური არმატურა – უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა. მის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები.
იგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: შიდა ნაწილი წარმოადგენს ბოჭკოთა ერთობლიობას რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია პოლიმერული დღვილის მეშვეობით, და გარე ნაწილი, ეს არის ბოჭკოს მასივი რომელიც სპირალურად დახვეულია შიდა ნაწილზე.

როგორც წესი მინაპლასტიკური (კომპოზიტური) არმატურის დაზამზადებლად გამოიყენება შემდეგი კომპონენტები: მინის ბოჭკო, ბაზალტის ბოჭკო, ნახშირის ბოჭკო. თვითოეული მათთაგანი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმატებით შესაძლებელია მათი კომბინირება გარკვეული პროპორციებით.

არმატურა

დღევანდელი დღისთვის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მინის ბოჭკოს საფუძველზე დამზადებული კონსტრუქციები. ნახშირის და ბაზალტოპლასტიკური არმატურა გარკვეულწილად უპირატესობასაც ფლობს, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვნად ძვირია მინაპლასტიკურ არმატურასთან შედარებით. და სწორად ეს ეკონომიური ფაქტორი არის მიზეზი მინაპლასტიკური არმატურის პოპულარობის როგორც ევროპაში, ასევე ამერიკასა და კანადაში და სხვა.

მინაპლასტიკური არმატურის კვეთი შესაძლოა იყოს 4-32 მმ-მდე. მინაპლასტიკური არმატურის უპირატესობებიდან მნიშვნელოვანია გამოვყოთ შემდეგი თვისებები: ბევრად მაღალი სიმტკიცე ჭიმვაზე, კოროზიის მიმართ მედეგობა, მაღალი მედეგობა ტუტეებისა და მარილების მიმართ. მინაპლასტიკური არმატურის გამოყენება შესაძლებელია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში (-70 დან +100 გრადუსამდე). იგი ინარჩუნებს თვისებებს და მისი ექსპლუატაციის ვადა 100 წელიწადზე მეტია.

დღევანდილი დღისთვის, მინაპლასტიკური არმატურა აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში როგორც გამამაგრებელი კომპონენტი როგორც მძიმე ასევე მსუბუქი ბეტoნების შემთხვევაში.

მინაპლასტიკური არმატურა წარმატებით გამოიყენება განსხვავებული მიზნებისთვის: მშენებლობაში და საგზაო სამუშაოებში, მათ შორის სარემონტო სარეკონსტრუკციო ღონისძიებებში, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებში, ხიდებში, დამბებში და ა.შ.

არმატურა

ჩვენს მიერ წარმოებული მინაპლასტიკურ არმატურას გააჩნია მძლავრი ორმაგი პერიოდული პროფილი რაც გამოარჩევს ჩვენს არმატურას სხვა მწარმოებლების პროდუქტისგან, და იმავდროულდ უზრუნველჰყოფს მის საუკეთესო შეჭიდებას ბეტონთან.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მინაპლასტიკური კომპოზიტური არმატურა რომელის გამოყენებაც შესაძლებელია ფუნდამენტისთვის, კედლებისა და იატაკისთვის, ფილისთვის, ნაპირსამაგრი ბეტონის კონსტრუქციებისთვის, ეზოების არმირებისთვის და ა.შ..