ძირითადი უპირატესობები

  /  ძირითადი უპირატესობები

კომპოზიტური არმატურა ბაზისი არ განიცდის კოროზიას, არ იჟანგება, და არ იცვლის მახასიათებლებს აგრესიულ გარემოშიც კი. მინაპლასტიკურ არმატურას, მდგრადობის მიხედვით, მიაკუთვნებენ ქიმიურად მდგრადი მასალების პირველ ჯგუფს.

  • თანაბარი დიამეტრის შემთხვევაში, მინაპლასტიკური არმატურა, გაჭიმვაში 2-2,5-ჯერ უფრო მტკიცეა ვიდრე ფოლადის არმატურა. ამის გამო მიღებული იქნა ტერმინი „თანაბარსიმტკიცით შესაბამისი” . ანუ მეტალის ანალოგის ჩანაცვლება შესაძლებელია უფრო მცირე თანაბარი სიმტკიცის კომპოზიტური არმატურით.
  • კომპოზიტური არმატურა ბაზისი ბევრად მსუბუქია. მისი წონა დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებია თანაბარი დიამეტრის მეტალის ანალოგთან შედარებით, და 9-ჯერ მსუბუქია თანაბარი სიმტკიცის დიამეტრის მეტალის არმატურასთან შედარებით. ეს ყოველივე არა მხოლოდ ამსუბუქებს ბეტონის კონსტრუქციას, არამედ შესაძლებლობას გაძლევთ მნიშვნელოვნა დაზოგოთ მისი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარჯები.
  • კომპოზიტური არმატურა ბაზისი უკიდურესად დაბალი სითბოგამტარია, რაც მისი გამოყენების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხავს ეგრეთწოდებული „სიცივის ხიდების” არსებობას.
  • კომპოზიტური არმატურა მაგნიტურად ინერტულია. გარდა ამისა კვლევები ადასტურებენ მის გამჭვირვალობას რადიოტალღების მიმართ. სწორად ამის გამო,მინაპლასტიკური არმატურის გამოყენების შემთხვევაში არ შეიქმნება „ყრუ ადგილები” სადაც ცუდათ მუშაობს მობილური კავშირი და არ ხდება რადიოტალღების მიღება.
  • კომპოზიტური არმატურა ბაზისი მაგნიტურად ინერტულია.
Minaplastikuri armatura